29-30 ივნისს, ქალაქ თელავში საქართველოს ფინტექ ასოციაციის წევრთა ყოველწლიური გასვლითი ღონისძიება გაიმართა. შეკრების მიზანს ფინტექ სექტორის ხმის გაძლიერება და დარგის მნიშვნელოვან მოთამაშეებს შორის დისკუსიის გამართვა წარმოადგენდა. ამასთანავე, ღონისძიებაზე თავი მოიყარეს დარგის პროფესიონალებმა, რამაც ხელი შეუწყო ახალი პარტნიორობისა თუ კავშირების ჩამოყალიბებას.

გასვლით ღონისძიებას დაესწრო საქართველოს ფინტექ ასოციაციის 30-მდე წევრი ფინტექ კომპანია და ასოციაციის პარტნიორი ორგანიზაციები, მათ შორის, საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს საბანკო ასოციაცია, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო და USAID-ის ფინანსური ინოვაციების პროგრამა.

ამასთანავე, გაიმართა დისკუსია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა ფინტექის ამჟამინდელი გამოწვევები და შესაძლებლობები სექტორის გასაძლიერებლად. გარდა ამისა, შეკრების სადისკუსიო თემას წარმოადგენდა ისეთი საკითხები, როგორებიცაა სექტორში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესები, როგორც სარეგულაციო, ისე დონორი ორგანიზაციების ბიზნესის ხელშემწყობი პროგრამების შესახებ.

მზად ხართ თანამშრომლობისთვის?

კონტაქტი