ჩვენი ხედვა

საქართველოს ფინტექ ასოციაცია წარმოადგენს პირველ არაკომერციულ ორგანიზაციას, რომელიც იცავს საქართველოში არსებული ფინტექ კომპანიების ინტერესებს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ფინანსურმა მომსახურებებმა რადიკალური ცვლილებები განიცადა ტექნოლოგიური გადაწყვეტების დანერგვის შედეგად. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ფინანსური ტექნოლოგიები (Fintech) შეიძლება გახდეს ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობა, რომლის უამრავი მაგალითი არსებობს თანამედროვე სამყაროში

ჩვენი მიზანი

  • შევქმნათ და განვავითაროთ ფინტექ ეკოსისტემა, გავაძლიეროთ მისი როლი საქართველოს ფინანსურ სისტემაში
  • დავნერგოთ ტექნოლოგიური ინოვაციები და დავეხმაროთ ფინტექ სტარტაპებს დაფუძნებასა და განვითარებაში
  • ხელი შევუწყოთ ფინანსური ტექნოლოგიების კომპანიებს შორის თანამშრომლობას, კომუნიკაციას და განვითარებას
  • შევასრულოთ ფასილიტატორის ფუნქცია ბაზრის მონაწილეებს, დაინტერესებულ პირებსა და მარეგულირებელს შორის
  • ხელი შევუწყოთ საზოგადოებაში ფინტექის შესახებ ცნობადობის და ფინანსური განათლების დონის ამაღლებას
  • გავაერთიანოთ ყველა დაინტერესებული პირი თუ ორგანიზაცია, რომელიც ფინტექ დარგში მოღვაწეობს და ერთობლივად შევძლოთ ფინტექის დარგის განვითარება

ჩვენი სერვისები

ადვოკატირება

  • ადვოკატირება/ინტერესების დაცვა
  • საკონსულტაციო მომსახურება
  • იურიდიული კონსულტაცია ფინტექ მიმართულებით
  • ბიზნეს მოდელირება

კოლაბორაცია

  • საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაცია
  • მენეჯმენტ კონსალტინგი
  • ბაზრის კვლევები

განათლება

  • ტრენინგები
  • დარგის ექსპერტიზა
  • კონფერენციები

მზად ხართ თანამშრომლობისთვის?

კონტაქტი