ფულის გათეთრების საწინააღმდეგო კურსები გადამწყვეტია ფინანსური სექტორის მარეგულირებელი მოთხოვნების დასაცავად. უკანონო ფინანსური აქტივობების გამოვლენისა და პრევენციის შესახებ ინფორმაციის სწრაფი მიწოდება ამცირებს მათი განხორციელების რისკებს, ამით კი კომპანიები თავიდან იცილებენ არასასურველ სამართლებრივ შედეგებს. ფულის გათეთრების საწინააღმდეგო კურსები შეუცვლელია ფინანსური პროფესიონალებისთვის რთული მარეგულირებელი ლანდშაფტების ეფექტურად მართვისთვის. გარდა ამისა, ასეთი ტრენინგი ხელს უწყობს მუდმივ პროფესიულ განვითარებას, კარიერული დონის ამაღლებასა და იმ ცოდნის მიღებას, რომელიც საჭიროა სწრაფად ცვალებად ფინანსურ გარემოში წინსვლისა და კარიერული განვითარებისთვის რისკის მართვის სფეროში.
AML ტრენინგ-კურსი მოიცავს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის საფუძვლების შესწავლას , რომლის შემდგომ კურსდამთავრებული შეძლებს დასაქმდეს სხვადასხვა საფინანსი ინსტიტუტებში და კომპაბიებში, რომლებიც ექვედმდებარებიან ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ კანონს. კურსი შეეხება სამართლებრივი საფუძვლების განხილვასა და შესწავლას, პროდუქტთან/მომსახურებასთან და კლიენტთან დაკავშირებულ პოლიტიკას, მათი იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის მნიშვნელობას და სხვადასხვა გზებს. AML კურსის ბოლო, მესამე ნაწილში სტუდენტები შეისწავლიან პორტინგის, აუდიტის და შესაბამის პროგრამულ უზუნველყოფებს, რომელიც გამოიყენება აღნიშნულ სფეროში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ კანონთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. კურსის თითოეულ ნაწილს გაუძღვება დარგის წამყვანი პროფესიონალები, მათ შორის თიბისი ბანკის, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის და წამყვანი იურიდიული კომპანია TechLaw Georgia წარმომადგენლები. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხი მიიღონ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალებისგან. კურსის დასრულების შემდგომ გაიცემა სტუდენტებს ჩაუტარდებათ ტექსიტება და და გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი. კურსის წარმატევბული მსმენელებს ექნება შესაძლებლობა გაიარონ სტაჟირების პროგრამა წამყვან ფინტექ კომპანიებში.
- იურიდიული საკონსულტაციო კომპანია TechLaw Georgia - მმართველი პარტნიორი. ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის დოქტორანტი და პროფესორი. უჩას აქვს საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება. სხვადასხვა დროს ჩართული იყო გარემოსდაცვითი, საჯარო და კერძო პარტნიორობის, საგანმანათლებლო კანონმდებლობის შემუშავების პროცესში. გააჩნია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და დონორ ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება, მათ შორის - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, USAID, UNECE, GIZ, UK GGF. იურიდიული პრაქტიკის დროს მომსახურებას უწევს ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს, ჰოლდინგებს, საფინანსო ინსტიტუტებს. საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია LEGAL500-ის მიერ აღიარებულ იქნა ერთ-ერთ რეკომენდებულ იურისტად საქართველოში. 2013 წლიდან ეწევა აკადემიურ საქმიანობას საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებში. არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.
შესაბამისობის რისკის მართვისა და კონტროლის ქვეგანყოფილების უფროსი სს თიბისი ბანკში. საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება 16 წელს მოიცავს, საიდანაც 11 წელი შესაბამისობის რისკების მართვის კუთხით სამუშაო გამოცდილებას უკავშირდება. სამუშაო გამოცდილება უკავშირდება ისეთ სფეროებს როგორიცაა: პოლიტიკების შექმნა, დანერგვა და დანერგვის კონტროლი, ბანკის მასშტაბით Compliance რისკების შეფასება და რეკომენდაციების გაცემა, საერთაშორისო რეგულაციების ანალიზი და მოთხოვნების ინტერპრეტაცია, სასწავლო მასალის მომზადება და შესაბამისი ტრენინგების ჩატარება. 2016 წლიდან არის საერთაშორისო შესაბამისობის რისკის მართვის ასოციაციის (ICA) პროფესიული წევრი.
სსიპ - ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მეთოდოლოგიის, საერთაშორისო და იურიდიული დეპარტამენტის უფროსი. თამთა ქლიბაძეს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის (AML/CFT) სამართლებრივი და პოლიტიკის ჩარჩოს ჩამოყალიბების მიმართულებით. მონაწილეობა აქვს მიღებული ყველა მარეგულირებელი ჩარჩოს დანერგვის პროცესში, მათ შორის „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, ფინანსური მონიტორინგის სამახურის რეგულაციებისა და შემხებლობაში მყოფი სხვა ისეთი დოკუმენტების შემუშავებაში როგორიცაა საქართველოში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასების ეროვნული დოკუმენტი და საქართველოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. სამუშაო გამოცდილება ასევე მოიცავს ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელი რჩეულ ექსპერტთა (Moneyval) კომიტეტის მუშაობაში აქტიურ მონაწილეობას, რაც გულისხმობს საქართველოსა და სხვა ქვეყნების ფულის გათეთრების ფინანსურ ქმედებათა სპეციალური ჯგუფის (FATF) საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად შეფასების პროცესებში მონაწილეობას.
კურსის გავლის შემდგომ შენ დაეუფლები/აიმაღლებ ცოდნას ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის საფუძვლებს დარგის ექსპერტებისგან და შესაძლებლობა გექნება დასაქმდე სხვადასხვა წამყვან ორგანიზაციებში დამწყებ სპეციალისტად და შეიტან წვლილს ფულის გათეთრების პრევენციაში, რომელიც ყოველწლიურად 800 მილიარდიდან 2 ტრილიონამდე ოდენობით თეთრდება.